
ლევ კოპელევის სახელობის პრემია უკრაინის წარმომადგენლებს მიენიჭათ
30/06/2023 14:18:27 ევროპა
ლევ კოპელევის სახელობის ყოველწლიური პრემია მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც გერმანიაში გაიცემა, მიენიჭათ კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს, მის ძმას – ვოლოდიმირ კლიჩკოს, პარამედიკოს იულია პაევსკას (რომელმაც სამი თვე გაატარა უკრაინელი სეპარატისტების ტყვეობაში) და უფლებადამცავ ჯგუფს ხარკოვში.
მათი სახით, 2023 წლის პრემია მიენიჭა უკრაინის ხალხს, - ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება „დოიჩე ველე“.
„ძმები კლიჩკოები, კრივში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები, იბრძვიან უკრაინაში პუტინის არმიის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით სასტიკ ომს ეწევა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. იულია პაევსკაია დაეხმარა და სიკვდილს გადაარჩინა დაჭრილები მარიუპოლის ალყის დროს, სამკერდე კამერის საშუალებით მიმდინარე მოვლენები გადაიღო და მასალა გადასცა საერთაშორისო ჟურნალისტებს. ხარკოველი უფლებადამცავები ეხმარებიან ქვეყნის შიგნით ლტოლვილებს და აგროვებენ ფაქტებს და სამხილებს ომის დანაშაულის შესახებ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დამნაშავეთა წარდგენა სასამართლოს წინაშე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მწერალი და დისიდენტი ლევ კოპელევი კიევში დაიბადა და თავისი საქმიანობა მიუძღვნა მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას. 1980-იანი წლების დასაწყისში მან საბჭოთა კავშირი დატოვა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლევ კოპელევის ფორუმი“ დაარსდა გერმანიაში, კიოლნში, 1998 წელს. სხვადასხვა დროს პრემია მიენიჭათ ბელარუს ოპოზიციონერებს, სვეტლანა ციხანოვსკაიას და მარია კოლესნიკოვას, ასევე ვერონიკა ცეპკალოს, რუს ისტორიკოსს იური დმიტრიევს, საზოგადოება „მემორიალს,“ „ნოვაია გაზეტას რედაქციას“ და სხვებს.