
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს
30/06/2023 14:29:14 ევროპა
პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს,– ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს, ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას:
„საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწრაფად ვიმოქმედოთ. არ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას, ვიდრე პუტინი სხვადასხვა სახის საფრთხეს ამწვავებს“.