Accentnews.ge
პრემიერი – აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე: პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს

პრემიერი – აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე: პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს

30/06/2023 14:38:54 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განიხილება.

"პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. ჩვენ არავიტარი დაფარული დღის წესრიგი არ გვაქვს. თუ რაიმეზე გვაქვს საუბარი ყველამ ყველაფერი იცით როგორც ქვეყნის შიგნი, ისე ქვეყნის გარეთ. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს. ასევე კითხვა დამისვეს, რა შემთხვევაში შესაძლოა, გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო, ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ", – განაცხადა პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S