Accentnews.ge
პრემიერი: სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს

პრემიერი: სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს

30/06/2023 14:58:24 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.

„რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, გეტყვით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, წინა პრემიერობის დროს ავაშენეთ 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, ეს საკმარისი არ არის, მე ვფიქრობ დაახლოებით 3000-მდე უნდა ავაშენოთ. ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს აქტიურად, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რომ მოხდეს 3 კორპუსის აშენება, ასე რომ მიდის მუშაობა, ვმუშაობთ, ეს ყველაფერი მოგვარდება“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S