Accentnews.ge
კაკულია – აქციებზე: "ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ყველას უქმნის დისკომფორტს"

კაკულია – აქციებზე: "ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ყველას უქმნის დისკომფორტს"

22/11/2019 11:00:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს უქმნის. ამის შესახებ მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს ქმნის. ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ალბათ, ყველას უქმნის დისკომფორტს, მაგრამ აქ არის საზოგადოების მეორე მხარე, რომელთანაც პასუხი უნდა გქონდეს. არ ვიცი, ვის რა მოტივაცია აქვს, მაგრამ მე ერთი წამი არ მინდა პარლამენტში ყოფნა, თუ ვხვდები, რომ ზოგადად პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დგება“, - განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, „დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, რაოდენ მიუღებელი ხალხიც არ უნდა იდგეს ჩვენთვის. დაპირისპირება მხოლოდ დიალოგით უნდა დასრულდეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S