Accentnews.ge
სამნიძე 13 წლის მოზარდის საქმეზე გენდერული საბჭოს განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს

სამნიძე 13 წლის მოზარდის საქმეზე გენდერული საბჭოს განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს

30/06/2023 15:28:25 პოლიტიკა

დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „სამარცხვინოს“ უწოდებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებას ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულზე.

მისი თქმით, ეს განცხადება გენდერული საბჭოს სახელით გავრცელებული ვერ იქნება, რადგან მის შედგენაში საბჭოს ოპოზიციონერ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ, მათთვის ტექსტი არც კი გაუცვნია.

„ეს არის “ოცნების” სახელით და აზროვნებით შედგენილი ტექსტი. მე ვარ საბჭოს წევრი, ასევე თეონა აქუბარდია, მაგრამ არც ერთ ოპოზიციონერ წევრთან ეს ტექსტი არ განხილულა, არც შეთანხმებულა!“ - წერს ხათუნა სამნიძე.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საზარელია ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული, რომელზეც 50 წლამდე კაცი დააკავეს, მაგრამ, „კიდევ უფრო დამამძიმებელია ის ფაქტი, რომ ბავშვი ფეხმძიმედაა, ხოლო მშობელმა ეს ამბავი არა თუ სამართალდამცავებს შეატყობინა, არამედ, აბორტის გასაკეთებლად ქუთაისში წაიყვანა“.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ მშობლებს, პედაგოგებს, ექიმებსა და უბრალოდ ირგვლივ მყოფებს, ვისაც აქვს ინფორმაცია ბავშვების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესახებ, არ დამალონ ეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს შეატყობინონ, „რათა თავიდან ავიცილოთ დამდგარი საზარელი და შემაშფოთებელი შედეგები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S