Accentnews.ge
სუს–ის შენობასთან ვითარება დაიძაბა

სუს–ის შენობასთან ვითარება დაიძაბა

22/11/2019 11:18:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ამ წუთებში ახალგაზრდული მოძრაობა „გაბედე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციას მართავს. დემონსტრანტები სუს-ის ჭიშკარის "დაბოქლომებას" გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველებთან შეხლა–შემოხლა მოხდა, რა დროსაც მოძრაობის ერთი წევრი ოთარ ბექაური დააკავეს. როგორც ადგილზე განიმარტა, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – პოლიციელის მოწოდების დაუმორჩილებლობისათვის. აღნიშნულს დემოსნტრანტების პროტესტი მოჰყვა. ისინი უსაფრთხოები სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ჩავიდეს მათთან შესახვედრად, წინააღმდეგ შემთხვევაში, "მოდულის" წინ საავტომობილო გზას გადაკეტავენ.    

პოლიციელის განმარტებით, ახალგაზრდა შესასვლელის ბლოკირებას ახდენდა და მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, ის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

ადგილზე დაძაბულობაა. ვრცელდება ინფორმაცია 6 პირის დაკავების შესახებ, მათ შორის ბექა ნათელასვილის და უტა კემულარიას. 

რაც შეეხება "დაბოქლომების" მოტივს, ახალგაზრდების განმარტებით, "სუს-ი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის კანტორაა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S