Accentnews.ge
ელისაშვილის კითხვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

ელისაშვილის კითხვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

30/06/2023 18:15:22 პოლიტიკა

პარლამენტში "მოქალაქეების" ლიდერ, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის გამოსვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კერძოდ, უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ზურა გირჩი ჯაფარიძის შესახებ ელისაშვილის განცხადებამ: ელისაშვილმა პრემიერ–მინისტრს ჰკითხა, "ლაზარე გრიგორიადისის და ზურა ჯაფარიძის პრემიერი არ ხართ?", რის გამოც მას გურამ მაჭარაშვილი და ბეჟან წაქაძე დაუპირისპირდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯაფარიძეზე მსგავსი საუბარი მართებული არაა.

ვითარება მანდატურების ჩართვის შემდეგ განიმუხტა. ელისაშვილმა დარბაზი დატოვა.

მანამდე ელისაშვილმა ისაუბრა ძალადობრივ გარემოზე. ის დარწმუნებულია, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი პირებისადმი განხორციელებული ძალადობის უკან სუს-ი ან კრიმინალური პოლიცია დგას.

„არ დამიწყოთ ახლა, რომ ვიღაც ყეყეჩი დადიოდა ჯიბეში კვერცხით და არიქა, ლევან ბერძენიშვილს სადმე შემთხვევით გადავაწყდებიო. მართლა ყეყეჩობა თქვა, ლევან ბერძენიშვილმა, მაგრამ ამას პასუხი არგუმენტებით და ცოდნით უნდა გასცე, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპის“. ან სუს-ი ახორციელებს ამ ცემა-ტყეპებს, ან კრიმინალური პოლიცია. რატომ აკეთებთ ამას, ან ეს როგორ გსიამოვნებთ? - ეს როგორ უნდა გსიამოვნებდეს, რომ სუს-ს მივაქსევინებ ვიღაცას და გავალახინებ, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს. თუ ვინმეზე ძალიან გაცოფებული ვარ, ბოლო-ბოლო წავალ და მე ვიჩხუბებ. რა განცდაა ეს, რომ ვიღაცებს აგზავნით საცემად და მერე რომ უყურებ. რა არის ეს, რაში კარგავთ დროს?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S