Accentnews.ge
ვაშაძე – მმართველ გუნდს: "მოყვარე ვინ არის?"

ვაშაძე – მმართველ გუნდს: "მოყვარე ვინ არის?"

30/06/2023 19:05:49 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ხედვით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად: რეალობას აცდენილი, ტყუილებით და სიძულვილის ენით გაჯერებული.

მან ისაუბრა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, დემოგრაფიულ პრობლემებზე.

"საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელია. ქვეყანაში ფიზიკურად ხალხი არ არის. ქვეყანაში ბავშვები აღარ იბადებიან, ამას ემატება მიგრაციის მაჩვენებელი. 2022 წელს საქართველო დატოვა საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ. რატომ დატოვა ამ ხალხმა საქართველო? იმიტომ რომ სამუშაო ადგილები შექმენით? იმიტომ რომ ეკონომიკა წინ წავიდა? იმიტომ რომ ქვეყანაში კარგი ცხოვრებაა?- სიღარიბისა და გაჭირვების გამო დატოვა. ამაში დამნაშავე ხართ თქვენ!ჯენტრიფიკაცია - თუ გაგიგიათ ასეთი სიტყვა? ჯენტრიფიკაცია ნიშნავს შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლას, რაც იქიდან ძველი, ხელმოკლე ოჯახების გადასახლებას იწვევს. საქართველოში ჯენტრიფიკაცია კი არა რუსეთიფიკაციაა. იმიტომ რომ 65 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, დასახლდა და 100 ათასი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს, როცა ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფაა. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ იმ ასობით ათასს ემიგრანტს, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ, იმიტომ რომ აქ ლუკმა-პური ვერ იშოვეს. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს მცოცავი ოკუპაციისთვის. თქვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში 3-ჯერ მეტ ტერიტორიებს დაეპატრონა ოკუპანტი, ვიდრე სოხუმის ტერიტორიაა და ეს არის მშვიდობა?“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან ისაუბრა ევროინტეგრაციის მიმართულებით პრობლემებზე, მმართველი გუნდის რიტორიკაზე დასავლელი პარტნიორების მისამართით:

„თქვენ რომ ტყუილებს აგრძელებთ, არის თუ არა ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი? პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებთ იმით, რომ არ ასრულებთ რეფორმებს. პირდაპირი საბოტაჟია ის ანტიდასავლური კამპანია, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების პირდაპირი საბოტაჟია ის განცხადებები, რომ თურმე ნატომ დაიწყო უკრაინაში ომი და ნატოს გამო მოხდა ეს ყველაფერი. ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტები არიანო და მოყვარე ვინ არის? ვინ არის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას? როდესაც 27 ქვეყნის წარმომადგენლობა შეიკრიბება, ერთი სიტყვა ვინ უნდა დაასველოს? ასეთი ადამიანი არ არის!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S