Accentnews.ge
კომო თუ თბილისი – პარლამენტის თავმჯდომარე ტყუილში ამხილეს? [ფოტო]

კომო თუ თბილისი – პარლამენტის თავმჯდომარე ტყუილში ამხილეს? [ფოტო]

22/11/2019 12:01:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დილიდან რიგ ქართულ მედიასაშუალებებს ზედინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საქმე საზღვარგარეთ ვიზიტს ეხება. მედია გუშინ იუწყებოდა, რომ თალაკვაძემ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოიცალა და დედაქალაქის მერ კახა კალაძესა და პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად კომოს ტბაზე ერთ–ერთი ბიზნესმენის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფება.  თალაკვაძეს არ დაკონკრეტებია, ნამდვილად იყო თუ არა გასული ქვეყნის საზღვრებს გარეთ, უბრალოდ აღნიშნა, რომ მუშაობს საკუთარ კაბინეტში, ხოლო "მთავარი არხი" და ფორმულა" საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდიან.

საპასუხოდ "მთავარმა არხმა" ფოტო–მასალა გაავრცელა. 


ამასთან გიორგი კანდელაკმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვით, მასთან ერთად ხომ არ იმგზავრა თურქეთიდან.

"ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა, მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ",– წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.

  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S