შაქარიშვილი ჟურნალისტებზე ახალ თავდასხმებს პირდაპირ ეთერში აანონსებს
30/06/2023 19:57:24 პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც დღეს საღამოს მოსამართლე დავით კურტანიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, ნტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე ამასწინანდელი თავდასხმისა და ძალადობის განმახორციელებელ ნიკოლოზ გუგეშაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ახლადჩამოყალიბებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა მედიის წარმომადგენლების მიმართ მორიგი ძალადობრივი აქტები დააანონსა.მას მშვილდაძეზე თავდასხმის დაკვეთა არ უღიარებია, თუმცა ღიად განაცხადა, რომ ნიკოლოზ გუგეშაშვილთან „ღირებულებათა კავშირი აქვს“ და რომ თავდამსხმელმა გააკეთა თავადაც და მოძრაობის ყველა სხვა წევრიც.
ამასთან, მან მოსამართლის მიერ მოძალადესთვის პატიმრობის შეფარდება დაგმო, განაცხადა, რომ ეს „ძალადობის მასშტაბის გაზრდას ემსახურება“ და პირდაპირ ეთერში დააანონსა ახალი თავდასხმები, მათ შორის - ჟურნალისტ ნოდარ მელაძეზე, ასევე ოპოზიციური ტელეარხების „ყველა სხვა ზონდერზე, რომელიც ქართველ ხალხზე ძალადობს“.


