
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა
01/07/2023 11:28:07 სამართალი
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.