Accentnews.ge
"მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს - შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში"

"მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს - შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში"

01/07/2023 12:11:25 პოლიტიკა

მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა - შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კონფერენცია მიეძღვნება კონფლიქტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და იმას რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ იმისთვის, რომ განმუხტონ და გააუმჯობესონ გლობალური სიტუაცია.

„ეს არის კონფერენცია, რომელიც ეთმობა მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტს, ყველაფერს იმას, რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ, რომ განმუხტოს და გააუმჯობესოს გლობალური სიტუაცია. თავისთავად ქალებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ომი და მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა. მინდა ვთქვა, რომ შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ კონფერენციას "ქართული ოცნების" წევრი არც ერთი დეპუტატი ქალბატონი არ ესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მათ მოსაწვევები დაეგზავნათ.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი ფოტოფაბრიკაცია გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S