
ზუგდიდში, 30 ივნისს ველორბოლა გაიმართება
26/06/2023 15:24:34 რეგიონები, რეკლამა
ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, 30 ივნისს ველორბოლა გაიმართება.
ველორბოლა სტარტს აიღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);ველორბოლაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 29 ივნისის ჩათვლით ან მიმდინარე წლის 30 ივნისს გამოცხადდეთ რბოლის სტარტის ადგილზე, რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთით ადრე. ხოლო ონლაინ დარეგისტრირებული მონაწილეები 30 ივნისს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შ.რუსთაველის ქ N90) საკუთარი ველოსიპედით (ვლოსიპედების ტრანსოირტირებას ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულამდე უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია)
ველორბოლის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ჯილდოვდებიან:I ადგილი 1000 ლარითII ადგილი 800 ლარითIII ადგილი 600 ლარითსარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის ველორბოლის დებულება: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdsayEQPrITuXFQFg_qEKZhkp2Xn6DD4JshdowaD7TAkcQ0Kg/viewform