
ხარაგაულში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
03/07/2023 06:33:04 სამართალი
ხარაგაულში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. 72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.
მამაკაცი მეწყერში პირველ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.