
შემოსავლების სამსახური:"მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს"
03/07/2023 06:55:15 სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"კერძოდ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნარკოტიკული საშუალება (საერთო წონა: 192,18 გრამი) გამოვლინდა" - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.