
„გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება, უაღრესად დადებითი ნაბიჯი იყოს"
22/11/2019 13:10:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დეპუტატ მარიამ ჯაშის განცხადებით, მას 2020 წლისთვის გადაწყვტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, მაღალი ალბათობით, მისი გუნდის წევრი იქნება.
მან ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ესაუბრა კვირიკაშვილს და იცის, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
„დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება შეიძლება, უაღრესად დადებითი ნაბიჯი იყოს. თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს. ერთი მიმართულება პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნებაა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლას არც 2016 წელს ვგეგმავდი და ეს აუცილებელი გახადა გარკვეულმა გარემოებებმა. დაველოდები და თუ სიტუაცია პოლიტიკაში ჩემს დარჩენას მოითხოვს, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა ეს ძალიან ადრეა”, – განაცხადა ჯაშმა.
მარიამ ჯაში ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს მას შემდეგ, რაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტი ჩავარდა.