Accentnews.ge
სააკაშვილი: ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული

სააკაშვილი: ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული

03/07/2023 11:42:14 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.

"თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა, ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი, ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. აი, ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S