Accentnews.ge
სროლა სოხუმში: არიან დაღუპულები და დაჭრილები

სროლა სოხუმში: არიან დაღუპულები და დაჭრილები

22/11/2019 13:39:51 კონფლიქტები

სოხუმის ცენტრში, ლეონის პროსპექტზე დღეს შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:50სთ–ზე უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, და დაჭრილები.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად ოპერატიული მუშაკები საქმიანობენ. ტერიტორია კაფე „მედოვიკისა“ და რესტორან „სან რემოს“ გარშემო, სადაც სროლა მოხდა, გადაკეტილია. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დე ფაქტო შს მინისტრი გარი არშბაც.

„სოხუმის საავადმყოფოში ცეცხლნასროლი ჭრილობებით სამი ადამიანია მოთავსებული“, – იუწყება აფხაზური მედია. 

არაოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული ინციდენტის ერთ–ერთი მონაწილე „კრიმინალურ ავტორიტეტი“ ასტამურ შამბაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S