Accentnews.ge
სააკაშვილი: პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის უფლება მომეცით

სააკაშვილი: პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის უფლება მომეცით

03/07/2023 11:59:13 პოლიტიკა

კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოზე პროცესს დისტანციურად ჩაერთო, ითხოვს, დართო ნება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში.

"რატომ გეშინიათ, რომ ღიად ვილაპარაკოთ? პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის უფლება მომეცით, ხალხმა უნდა გადაწყვტოს ვინ არის მართალი. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ჩვენი გზა არის სწორი, თუ თქვენი. ნუ ართმევთ ხალხს საშუალებას, რომ გააკეთონ არჩევანი. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. ნუ ართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თვითონ გააკეთონ არჩევანი", - მიმართა სააკაშვილმა ხელისუფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S