Accentnews.ge
მელია - ენმ-ის ხელმძღვანელობას: რას გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები?

მელია - ენმ-ის ხელმძღვანელობას: რას გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები?

03/07/2023 14:25:00 პოლიტიკა

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კითხვით მიმართავს, თუ რას გეგმავენ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის.

"რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50 კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის - რაც არასდროს გამიკეთებია),

ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.

ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ ოცნების მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისათვის“.

ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის ლიდერშიფი კომედიურ ტვ შოუებში; აი ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ...

მაქვს კონკრეტული კითხვა: მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა...

ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას? ფორმალური რეპლიკები არ მიიღება. "ბევრი რამ და მთავარი - ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და პირველ რიგში არც პატიმრისთვის", – წერს მელია სოციალურ ქსელში.

30 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია. ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს რიგები არაერთმა პოლიტიკოსმა დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S