Accentnews.ge
აუსტრევიჩუსი, იუკნევიჩიენე და მაკფოლი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანებიან: "მთელი ერის პასუხისმგებლობაა"

აუსტრევიჩუსი, იუკნევიჩიენე და მაკფოლი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანებიან: "მთელი ერის პასუხისმგებლობაა"

03/07/2023 17:16:21 პოლიტიკა

კლინიკა "ვივამედში" მყოფმა ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად ჩართვისას, მათ შორის საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.

"საქართველო კარგავს თავის პატრიოტებს", – ასე გამოეხმურა ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარებას და სოცალურ ქსელში დაწერა, რომ "ამ სერიოზულად დაავადებულ ადამიანს უარს ეუბნებიან უფლებაზე, რომ ევროკავშირის სამედიცინო ექსპერტებმა მოინახულონ".

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ "რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს არაადამიანურია და მთელი ერის პასუხისმგებლობაა".

"წამება აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. იმედი მაქვს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეყოფა გამბედაობა და შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს", წერს იუკნევიჩიენე ​სოციალურ ქსელში.

რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი აცხადებს, რომ "მსოფლიო არ დაუშვებს საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს":

"დღეს გამოქვეყნებული ფოტოები აბსოლუტურად შოკისმომგვრელია. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. მსოფლიო არ დაუშვებს საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს".

ცნობისთვის: რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს მიხეილ სააკაშვილი მისივე სასამართლო პროცესს კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მან ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის," "დებატების" საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს.

პროცესზე მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. 2022 წლის 12 მაისიდან იგი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

2023 წლის 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S