Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი: "წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე იქნება? ეს შეუძლებელია"

ევროკომისიის პრეზიდენტი: "წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე იქნება? ეს შეუძლებელია"

03/07/2023 18:44:55 პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ მან მადრიდში განაცხადა.

როგორც დასავლური მედია იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს, როგორიცაა რუმინეთი და ბულგარეთი, 11 წელი დასჭირდათ, გამხდარიყვნენ ევროკავშირის წევრები, ევროკომისიის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ახალი კანდიდატების მომავალი სწრაფად გადაწყდება.

"წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირი იქნება უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე? ეს შეუძლებელია. ასე რომ, მიმართულება ნათელია. [...] ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ევროპა სახლად. ეს ქვეყნები ევროკავშირის ნაწილია და ეს არის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მივიღოთ, უნდა ვიმსჯელოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - თქვა მან და დასძინა, რომ ეს კითხვები უნდა გადაიჭრას „რაც შეიძლება მალე“.

ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველო არ უხსენებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S