კობახიძე: თუ დავუშვებთ ისეთ განვითარებას, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული
04/07/2023 07:09:23 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "თეორიულად თუ დავუშვებთ ისეთ განვითარებას, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული".
„პირველ რიგში, ოპტიმიზმს გამოვხატავ, იმედია, დეკემბერში სხვანაირი გადაწყეტილება იქნება მიღებული. თეორიულად თუ დაუშვებთ ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული. საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებული იყო შარშან, ივნისში და დეკემბერშიც რომ მოხდეს იგივე, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რაც ასეთ შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული, პოლიტიკური რისკები არსებობს, ჩვენ ვერიდებით დღეს ამ პოლიტიკურ რისკებზე საუბარს. სამომავლოდ თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. მე იმედს გამოვთქვამ, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის დადებითი გადაწყეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: რა წერია 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოზე ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში.


