Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა

ირაკლი კობახიძე: შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა

04/07/2023 08:18:00 პოლიტიკა

შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში.

„მეორე პრიორიტეტი არის საარჩევნო რეფორმა და აქაც, როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის წესი, კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება. ეს პრაქტიკაზე აისახება ძალიან დადებითად. გახსოვთ, იყო უამრავი სპეკულაცია ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, 20:00 საათზე სრულდება კენჭისყრა. 21:00 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკო-ს ვებგვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S