
სოფელ ველისციხეში კაცმა ორი მეზობელი მოკლა
04/07/2023 08:31:47 სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.