Accentnews.ge
კობახიძე: როდესაც ევროპარლამენტარი ამბობს "დებიძინიზაციას", ეს არაა პერსონალიზებული მიდგომა და "ჰარასმენტი"?

კობახიძე: როდესაც ევროპარლამენტარი ამბობს "დებიძინიზაციას", ეს არაა პერსონალიზებული მიდგომა და "ჰარასმენტი"?

04/07/2023 08:52:07 ციტატა

"[ვენეციის კომისიის დასკვნაში] საუბარია რისკებზე, რასაც შეიცავს ეს კანონი ["დეოლიგარქიზაციის შესახებ"] ე.წ. ჰარასმენტის კუთხით. როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და ამბობს ტერმინს "დებიძინიზაცია" , ეს არ არის პერსონალიზებული მიდგომა და "ჰარასმენტი"? ჩვენ ამას ვეუბნებით ევროკომისიის წარმომადგენლებს, რომ ის ჩანაწერი, რომელიც არის 12 პუნქტში, უკვე თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას და პირდაპირ წაახალისებს ამ ე.წ. ჰარასმენტს. [...] რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას 3 მილიარდი დოლარი მარტო თავისი ფული აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე. ივანიშვილმა გაისტუმრა სახლში ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ქვეყანაში – ეს არის ბიძინა ივანიშვილი. საკუთარი ქონების ნახევარი დახარჯოს ვინმემ ქველმოქმედებაზე და მერე ისაუბროს ბიძინა ივანიშვილზე", – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S