Accentnews.ge
გინჩარენკო: თუ სააკაშვილთან მიმართებით არაფერი შეიცვლება, შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ საქართველო–უკრაინას შორის სრულად გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები

გინჩარენკო: თუ სააკაშვილთან მიმართებით არაფერი შეიცვლება, შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ საქართველო–უკრაინას შორის სრულად გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები

04/07/2023 11:00:52 პოლიტიკა

უკრაინის პარამენტის დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, თუ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არაფერი შეიცვლება, "შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ საქართველო–უკრაინას შორის სრულად გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები". ამის შესახებ მან ტელეკომპნაია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც საქართველოს ელჩი დაბრუნდება თბილისში, თუ არაფერი შეიცვლება სააკაშვილთან მიმართებით, მე ვფიქრობ, მას აღარ მიეცემა იმის უფლება, რომ უკრაინაში დაბრუნდეს, რაც პრინციპში, ჩვენს ქვეყნებს შორის იქნება პირველი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვისა. ამაში იგულისხმება, რომ უკრაინის ელჩი დიდი ხანია, არ იმყოფება თბილისში და საქართველოს ელჩიც აღარ იქნება კიევში. შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ სრულად გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს. რაც ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, არის ასევე ძალიან დიდი დაბრკოლება საქართველოს გზაზე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს მთავრობის რიტორიკაა, რომ არიან პროევროპულები, რეალურად კი ისინი აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ შეაჩერონ საქართველო, რომელიც მიდის ევროპისაკენ და ქვეყანა პუტინს ჩაუგდონ ხელში", – აცხადებს გონჩარენკო.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება სთხოვა:

"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება".

ცნობისთვის: რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი მისივე სასამართლო პროცესს კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მან ხელისუფლებას მიმართა, "ღიად კამათის, დებატების საშუალება მისცენ და მტყუან-მართალი ხალხმა გაარჩიოს".

პროცესზე მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან "ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. 2022 წლის 12 მაისიდან იგი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

2023 წლის 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განუცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S