
სუს-თან დაკავებული 6 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
22/11/2019 16:22:48 სხვა, სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურთან გამართული საპროტესტო აქციისას დაკავებული მოძრაობა "გაბედეს" 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ცნობისთვის: სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.