Accentnews.ge
ლილუაშვილი: ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა 3 რეკომენდაცია და ხელისუფლებამ ამ დავალებაში მიიღო სამიანი, ისიც მინუსით

ლილუაშვილი: ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა 3 რეკომენდაცია და ხელისუფლებამ ამ დავალებაში მიიღო სამიანი, ისიც მინუსით

04/07/2023 11:25:24 პოლიტიკა

ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, "კობახიძე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციები შესრულდა".

„ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა 3 რეკომენდაცია და ხელისუფლებამ მიიღო სამიანი, ისიც მინუსით - ამ დავალებაში. ფაქტია ის, რომ მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის და ა.შ. რეკომენდაციები შესრულდა მაშინ, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუტები გააუქმეს ან პარტიას დაუქვემდებარეს; იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ განახორციელეს - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შეასრულეს; საბჭოში სანქცირებული მოსამართლეები ჰყავთ, რომელთა კორუფციის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვეს; ანტიკორუფციულ ბიუროს მთავარი - საგამოძიებო ფუნქცია არ მიანიჭეს; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ აირჩიეს; დეოლიგარქიზაციის ისეთი კანონის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვენეციის კომისიის შეფასების მიხედვით, არ უნდა იქნას მიღებული და სხვ. თითქოს გააძლიერეს საპარლამენტო ზედამხედველობა, თუმცა ვერც კი ბედავს „ქოლ-ცენტრებზე“ ან სასამართლოზე შექმნას საგამოძიებო კომისია. ამ პირობებში კობახიძე რეკომენდაციებს შესრულებულად აცხადებს. პარტია „საქართველოსთვის“ პირველივე დღიდან მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, სადაც რეკომენდაციების რეალური შესრულებისკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივები წარვადგინეთ, რომელთაგან „ოცნებამ“ არც ერთი გაითვალისწინა. ეს მოცემულობა კვლავაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი შეასრულოს მთავარი დაკვეთა გააწევრიანოს ქვეყანა ევროკავშირში და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად კარგავს ამ უპრეცედენტო შესაძლებლობას. ამის პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და ჩვენგან და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისგან მიიღებს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S