Accentnews.ge
46 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს: მოვითხოვთ, დაუშვან პარლამენტის წევრები მიხეილ სააკაშვილთან

46 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს: მოვითხოვთ, დაუშვან პარლამენტის წევრები მიხეილ სააკაშვილთან

04/07/2023 11:54:20 პოლიტიკა

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა მიეცეთ. ამის შესახებ განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გარდა დეპუტატებისა, ენმ-ის წევრები მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან ევროპარლამენტარები და უკრაინის სახალხო დამცველი.

"საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი დეპუტატი მიმართავს ბატონ პაპუაშვილს და მოითხოვს, განმარტოს რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა, არცერთ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის არცერთ წევრს არ აძლევს უფლებას შალვა პაპუაშვილი, რომ მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუშინ გავრცელებულმა კადრება პრინციპში ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ, იმიტომ რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მსოფლიომ იცოდეს პრეზიდენტი სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, რომ შეძრწუნებულები არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვნახეთ ჩვენ გუშინ გამოხმაურებები, პრეზიდენტის ამგვარი მდგომარეობით, რომ შემოგვიერთდნენ დღეს ვივამედთან აქციაზე საღამოს 19:00 საათზე", -განაცხადა ბოკუჩავამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება.

ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „შეურაცხმყოფელია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S