
საქართველოს ახალგაზრდულმა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია დაამარცხა
04/07/2023 12:46:31 საზოგადოება
სამხრეთ აფრიკაში მსოფლო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მესამე შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ბონუსქულით – 30:17 მოიგო.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში 21:00 საათზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინას ეთამაშება.
თუ ეს შეხვედრა დასრულდება ფრედ ან არგენტინა ბონუსქულის გარეშე მოიგებს, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს.