Accentnews.ge
სააკაშვილი: ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა

სააკაშვილი: ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა

04/07/2023 12:52:24 პოლიტიკა

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატო–ს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის. როგორ შეიძლება, თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს.

მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და, რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან. ასევე დიდი მადლობა ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას", -ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი დაიბაროს, გამოუცხადოს მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზოს.

ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს სააკაშვილის დისტანციურ ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „შეურაცხმყოფელია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S