Accentnews.ge
ბრეგაძე ზელენსკის პასუხობს: ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას

ბრეგაძე ზელენსკის პასუხობს: ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას

04/07/2023 14:12:55 პოლიტიკა

"ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას", – ასე ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

მისი თქმით, უკრაინის ლიდერის განცხადება მიუღებელია.

„ეს განცხადება ჩემთვის პირადად არის სრულიად მიუღებელი იმიტომ, რომ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამას ვერასდროს დავეთანხმები. თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებაში, ლიდერი საქართველოა. ის რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ მუდმივად, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა - ესაა წამება? თუ ის არის წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი ჰყავდა? თუ ის, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ? ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ, სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში. იმ ფაქტსაც უნდა გამოვეხმაურო, რომ მათ შორის ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად იმყოფებოდნენ კიევში ბოლო წუთამდე, იმ დროსაც, როდესაც კიევი იბომბებოდა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S