Accentnews.ge
ბრეგაძე, მათ შორის სააკაშვილს მოუწოდებს "ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს"

ბრეგაძე, მათ შორის სააკაშვილს მოუწოდებს "ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს"

04/07/2023 14:28:51 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, კვლავ აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს არ იღებს და თვითდაზიანებას ეწევა.

იგი "სააკაშვილის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და მსჯავრდებულს მოვუწოდებს, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს".

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მოგახსენებთ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მჯსავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ექიმები ეუბნებიან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება, ბრეგაძემ შემდეგი განაცხადა:

"როცა ექიმებისგან რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე როგორც სხვა ბევრი პატიმარი, ის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S