Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი: "ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია სააკაშვილის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის – სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე"

იუსტიციის მინისტრი: "ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია სააკაშვილის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის – სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე"

04/07/2023 14:36:40 ციტატა

„გავავრცელებ მოკლე მიმართვას მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულ სააკაშვილისთვის უკანონოდ თავისუფლების მოპოვებას. კრახით დასრულებული მილიონდოლარიანი ცილისმწამებლური კამპანიის, ქართული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები. ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული, მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე. იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითაც პირველ რიგში სწორედ საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ დიდ შეურაცხყოფას, და საგაზაფხულო სესიის დახურვისას საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. სწორედ ამ „პოლიტიკოსებს“ სურთ მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების თუნდაც ძალიან მცირე ხნით გადავადება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S