Accentnews.ge
კახა კალაძე: ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ვერცერთი პოლიტიკოსი შეცვლის

კახა კალაძე: ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ვერცერთი პოლიტიკოსი შეცვლის

04/07/2023 14:48:49 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.

მისი თქმით, ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ვერცერთი პოლიტიკოსი შეცვლის.

„მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივია. ცალმხრივი არაფერი ვარგა. გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ერთი რამ მინდა, ვთქვა: თუ გადავხედავთ ისტორიას, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს. ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი დაიბაროს, გამოუცხადოს მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზოს.

ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს სააკაშვილის დისტანციურ ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „შეურაცხმყოფელია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S