Accentnews.ge
ანგარიში: ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა

ანგარიში: ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა

04/07/2023 15:54:52 სამართალი

ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა და პატიმრობის ვადებითაც აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ამის შესახებ პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ქვეყნების მონაცემების შედარება რომ შესაძლებელი გახდეს, ამისათვის მონაცემებს ყველა ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე (მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ერთ მილიონს სცდება) ითვლიან. ამ პრინციპით გამოთვლების შედეგად, პირველ ადგილზეა თურქეთი (100 000 მოსახლეზე 355 პატიმრით), ხოლო მეორეზე - საქართველო (237 პატიმრით). საქართველოს აზერბაიჯანი და უნგრეთი მოსდევენ 217 და 194 პატიმრით ყოველ 100 000 ადამიანზე.

დოკუმენტის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობა ახლა საქართველოში განახევრებულია. მაშინ 100 000 მოსახლეზე 516 პატიმარი მოდიოდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრობის ვადების ევროპის საშუალო მაჩვენებელი 8.5 თვეა, საქართველოში კი - 14 თვე.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. კერძოდ, ნარკოდანაშაულზე მოდის პატიმართა მჯსავრის 23.6%. მეორე ადგილზეა ძარცვა (22.1%) და მესამეზე – ეკონომიკური/ფინანსური დანაშაული (18.2%).

2023 წლის კვლევა 2022 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ეფუძნება. იმ დროისთვის საქართველოში სულ 9389 პატიმარი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S