Accentnews.ge
თავადაცვის მინისტრის მოადგილე: მიმდინარე წელს გვექნება როგორც სადაზვერვო, ისე გამანადგურებელი დრონები

თავადაცვის მინისტრის მოადგილე: მიმდინარე წელს გვექნება როგორც სადაზვერვო, ისე გამანადგურებელი დრონები

04/07/2023 16:22:55 თავდაცვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანას როგორც სადაზვერვო, ისე გამანადგურებელი დრონები ექნება . ამის შესახებ მან პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ისაუბრა.

„არ ვიცი, ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იარაღს არ ვყიდულობთ. ვეჭვობ, არც დაინტერესდით. გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ხდება თანამედროვე შეიარაღების შეძენა - იქნება ეს საჰაერო თუ სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია თავდაცვისთვის. აგრეთვე პოლონელებთან ერთად ერთობლივი საწარმო „დელტა-ვებე" დაფუძნდა. მიმდინარე წელს გვექნება უპილოტო საფრენი აპარატები - როგორც მზვერავი საშუალებები, ასევე გამანადგურებლები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ძველი საბჭოური იარაღის ჩანაცვლება, რაც ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროცესია, რასაც ვახორციელებთ“, - მიმართა გიორგაძემ ოპოზიციას.

მანამდე, 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო:

"რაც შეეხება თავდაცვას, ჯარში აქტიური აღმშენებლობა გრძელდება. ჩვენ ყოველ დღეს ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართუ ჯარს. თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს . ნატო–ს სტანდარტების შესაბამისობაში მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა. მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება ჩანაცვლება შესყიდვა , მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება. ასევე დავიწყეთ "დრონების" წარმოება. ჩვენ შეგვიძლია ათასობით "დრონი" ვაწარმოოთ, როგორც სადაზვერვო, ასევე ე.წ. კამიკაძე დრონები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S