კალასი: "საქართველოს ხელმძღვანელობას NATO-ს წევრობის არ სჯერა "
04/07/2023 16:50:57 პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ "საქართველოს ხელმძღვანელობას NATO-ს წევრობის არ სჯერა". ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის? მე ვფიქრობ, საქართველო იმყოფება იქ, სადაც უკრაინა წლების წინ იყო, როცა "ნარინჯისფერი რევოლუცია" ჰქონდათ", - განაცხადა მან.
კითხვაზე, "უკრაინა და საქართველო გვერდი-გვერდ დადიოდნენ, როცა საქმე NATO-ს ეხებოდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, დაშორდნენ ერთმანეთს და რატომ?", ესტონეთის პრემიერმა შემდეგი განაცხადა:
"ეს იმიტომაა, რომ მე ვფიქრობ, საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა დიდად არ სჯერა ამის [NATO-ს წევრობის], ამიტომ არ აქცენტირებენ ამ დღის წესრიგზე".
მან მაგალითად, ბრატისლავაში NATO-ს შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოიყვანა და განაცხადა, რომ "ღარიბაშვილის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ მას წევრობის არ სჯერა".


