Accentnews.ge
დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა

დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა

23/11/2019 18:59:18 სხვა, სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, წერეთელი დაკავებული არ არის და ჯერ უცნობია, მიმართავს თუ არა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურა.

წერეთელს ბრალი იმავე მუხლით წარედგინა, რომლითაც რამდენიმე დღის წინ ბრალდებულად ცნეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლზე, რაც, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S