Accentnews.ge
კობახიძე: 5 ივლისის მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყავდა

კობახიძე: 5 ივლისის მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყავდა

05/07/2023 08:08:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 5 ივლისის მოვლენებს ორგანიზატორები არ ჰყოლია

მისი თქმით, "ეს იყო სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს შესაბამისი რეაგირება“.

„არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატირი არ იკვეთება. როცა ვიღაცეები საუბრობენ იმაზე, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ მაშინ უნდა თქვან სამართლებროივად ვინ იყო ორგანიზატორი. [...] თუ მაგალითად, ასეთ დაბალ სტანდარტს გავყვებით, რომელსაც თქვენ ითხოვთ მაშინ დასაჭერი არის გიორგი ვაშაძე 7-8 მარტის აქციების გამო და დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. მათაც მოუწოდეს აქციის მონაწილეებს ალყა შემოერტყათ პარლამენტისთვის, რამაც გამოიწვია ძალადობა. ეს არის დაბალი სტაბდარტი და ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი სამართლებრივი თვალსაზრისით. ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრვი მოცემულობა. [...] სპონტანური ძალადობა იყო 5 ივლისს და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს შესაბამისი რეგაირება, რთული იყო მოვლენების პროგნოზირება", – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ სახელმწიფო მობილიზებულია და დაიცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ცნობისთვის: 2021 წლის 5 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანის ცემისთვის და ორი ორგანიზაციის ოფისების დარბევისთვის 31 ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი უკვე თავისუფალია. 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე დაკავებული არ არის. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამავე თემაზე: საია: 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S