ვოლსკი – მშვილდაძეზე: "ფეიკისტორიების შექმნის სტანდარტიდან მაინც ვერ გამოვიდა ოპოზიციური გუნდი"
05/07/2023 09:02:08 პოლიტიკა
ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმაზე საუბრისას პარლამენტიც ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ოპოზიციური გუნდი ფეიკისტორიების შექმნის სტანდარტს ვერ გასცდა".
"ვნახე ეგ კადრები და არის რაღაც მოსაზრებები, რომ იმან მარჯვნივ გაიხედა, ამან მარცხნივ, იმან თვალი ჩაუკრა მეორეს, რასაკვირველია, გამოძიება თუ წარმოებს ამაზე, საგანგებო ყურადღება უნდა მიაქციონ. მაგრამ მე მგონია, რომ ამ ფეიკისტორიების შექმნის სტანდარტიდან მაინც ვერ გამოვიდა ოპოზიციური გუნდი", - განაცხადა ვოლსკიმ.
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრებში ახალი გარემოებები იკვეთება. "ფორმულას" ცნობით, ტელეარხმა გაშიფრა კადრები და ეპიზოდის მთავარი გმირები - ორი BMW-ის მარკის ავტომობილი და მათი მფლობელები იპოვა.
"ახალი რაკურსით მოპოვებული კადრებიდან ჩანს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მასშზი 10-ზე მეტი პირი იყო ჩართული", – იუწყება "ფორმულა".


