ნიკოლოზ სამხარაძე OSCE PA-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარედ აღარ აირჩიეს
05/07/2023 09:57:24 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარედ აღარ აირჩიეს.
ვანკუვერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ხმა კომიტეტის 81-მა წევრმა მისცა, მათგან ნიკოლოზ სამხარაძეს მხარი 39-მა ადამიანმა დაუჭირა, 42 ხმით კი მისი კონკურენტი ლუცია პოტუჩკოვა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
ლუცია პოტუჩკოვა ჩეხი დეპუტატია. იგი 2021 წლიდან ჩეხეთის პარლამენტში ევროპული ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელია. პოტუჩკოვა ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის დელეგაციის წევრი 2021 წლიდანაა.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 2022 წლის 5 ივლისს აირჩიეს, იგი ამ პოზიციას 1 წლის განმავლობაში იკავებდა.


