
პრეზიდენტის რეზიდენციასთან ვითარება დაიძაბა
24/11/2019 08:15:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან ვითრება დაიძაბა. პოლიციელები მოძრაობა „გაბედეს“ წევრებს რეზიდენციის ჭიშკარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ.
აქტივისტები ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა მათ ჭიშკრის სიმბოლურად „დაბოქლომების“ საშუალება მისცენ, რაზეც სამართალდამცვლები პასუხობენ, რომ ეს კანონდარღევაა.
"მშვიდობიანად გვინდა, რომ "დავაბოქლომოთ" სამომე ზურაბიშვილი, რომელიც უმექმედო პრეზიდენტია. თქვენი თანამშრომლების მკვლელებს იწყალებს და თქვენ კიდევ დაბოქლომების საშუალებას არ გვაძლევთ", - მიმართა ერთ–ერთმა აქტივისტმა სამართალდამცველებს.