Accentnews.ge
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე ბოქლომი დაკიდეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე ბოქლომი დაკიდეს

24/11/2019 08:41:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სამართალდამცველებმა მოძრაობა "გაბედეს" წევრებს პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკრის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცეს, თუმცა აქტივისტებმა ბოქლომის დაკიდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე  მოახერხეს. 

"გაბედეს" წევრების თქმით, ისინი კანონს არ არღვევენ და პოლიცია უსაფუძვლოდ არ აძლევდა მათ საშუალებას, პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკარზე დაედოთ ბოქლომი. როგორც სამართალდამცველები განმარტავენ, "დაბოქლომება" კანონდარღვევაა და „დაბოქლომებით“ შენობის იერსახე მახინჯდება. 

ადგილზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S