Accentnews.ge
ელჩი: მთხოვეს ქვეყნის დატოვება, ცხადია, დავეთანხმე, ვინაიდან ეს პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნა და თხოვნა იყო

ელჩი: მთხოვეს ქვეყნის დატოვება, ცხადია, დავეთანხმე, ვინაიდან ეს პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნა და თხოვნა იყო

05/07/2023 16:37:11 პოლიტიკა

"მთხოვეს ქვეყნის დატოვება, ცხადია, დავეთანხმე, ვინაიდან ეს პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნა და თხოვნა იყო", - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია, მათ შორს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით".

"გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში. მე ცხადია, დავეთანხმე, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისთვის, მათ შორის. აღინიშნა ასევე, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის – ყველა საერთაშორისო მოედანზე. საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას “, - განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S