
სააკაშვილი: უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია
05/07/2023 17:29:55 ციტატა
"უკრაინა ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია - ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრების დიდი რაოდენობაა, უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია. ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე და ახლა საუბარია ევროპის კონტინენტისა და ჩემს გადარჩენაზე – პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ წერილში წერს სათაურით „მე და უკრაინა“, რომელიც „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა.