Accentnews.ge
პოდოლიაკი: რაც სააკაშვილზე ხდება, ანტიჰუმანისტური ქცევაა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

პოდოლიაკი: რაც სააკაშვილზე ხდება, ანტიჰუმანისტური ქცევაა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

05/07/2023 17:59:31 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების ქცევას "ანტიჰუმანისტურს" უწოდებს. მისი თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.

"ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია, ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. პუტინი გახლავთ მტრული ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა, იგი დავსვათ მსჯავრდადებულთა სკამზე. მისი პერსონალური ოპონენტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვის თვალშისაცემია და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე "წითელი ხაზი" გადაკვეთა:

"რამდენიმე "წითელი ხაზი" გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ - ეს არის რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლება, ასევე, დემონსტრაციული ქცევა რუსეთის სასარგებლოდ ამა თუ იმ ინიციატივების თვალსაზრისით, რომელსაც ამჟღავნებს თავის მოქალაქეებისადმი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა და აბსოლუტურად გულისამრევი მოქმედება ბატონი სააკაშვილის მიმართ. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი იმ თვალსაზრისით, როგორ გრძნობს თავს ციხეში. მე მესმის, რომ არსებობს იურიდიული პრეტენზიები, მაგრამ დასაბუთება ამ პრეტენზიების საეჭვოა, თუმცაღა მესმის, როგორც გითხარით, მაგრამ ვთვლი, რომ მოქცევა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ უნდა იყოს განსხვავებული, ასეთი დემონსტრაციულად ცინიკური და ასეთი გულისამრევი, რომელსაც დღეს გვანახებს საქართველოს ხელისუფლება. დაგროვილი პრეტენზიების რაოდენობა საქართველოს ქცევისადმი - რა თქმა უნდა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, საქართველოს შეუძლია, მოიქცეს როგორც სურს შიდა და გარე არენაზე, მაგრამ ჩვენთვის ცოტათი უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი, რუსეთის მხარდაჭერა, სოლიდარობაზე უარი ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით, აქ საერთოდ ამოუხსნელია საქართველოს ხელისუფლების ქმედება. ერთი მხრივ, ითხოვს კანდიდატობას ევროკავშირში, რომ თითქოს შეასრულოს ყველა მოსთხოვა და მეორე მხრივ, დემონსტრაციულად უარს ამბობს სანქციური პოლიტიკის მხარდაჭერისა. უნგრეთის გარდა, რუსეთთან დაკავშირებით და ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი".

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადოს მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზოს ქვეყნის დატოვება. ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.

საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით "შეურაცხმყოფელია“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა "ღრმა შეშფოთება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო". ამასთან, საგარეო უწყების თანახმად, ამ ეტაპზე თავს იკავებენ უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S