Accentnews.ge
გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა და სტუდენტებმა  ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა და სტუდენტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

24/11/2019 11:19:28 სხვა, სამართალი

გერმანიაში, ქალაქ იენაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა და ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ვაჟა გაფრინდაშვილს და სახელმწიფოსგან ითხოვენ, "გადადგმული იქნას ქმედითი ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გასათავისუფლებლად". 

ექიმის მხარამჭერი აქციის გამართვას გერმანიაში მცხოვრები ქართველები ბერლინშიც გეგმავენ. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.




ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S